![]() |
![]() |
|---|
|
ვებ-გვერდის შევსება რაც არ უნდა უჩვეულო იყოს ვებ-გვერდის დიზაინი, მისი მთავარი დანიშნულება მაინც ვებ-გვერდის სტუმრებამდე კომპანიის , მისი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიტანაა. ამიტომაც, ტექსტობრივი დამატების მომზადება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეფექტურად მოქმედი კორპორატიული ვებ-გვერდის შექმნისას. ვებ-გვერდის ტექსტობრივი დამატების შექმნისას აუცილებელია ინტერნეტში ინფორმაციის წარდგენის სპეციფიკის გათვალისწინება. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევათანხმოთ ვებ-გვერდის დიზაინ-კონცეფცია და მასზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენ დაგეხმარებით, ტექსტი და დიზაინი აქციოთ ერთ მთლიანობად, რითიც გაიზრდება ვებ-გვერდისა და მასზე წარმოდგენილი ინფორმაციის ეფექტურობა. ჩვენი სპეციალისტები თქვენთვის მოამზადებენ ტექსტობრივ და გრაფიკულ მასალებს, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს თქვენს მოღვაწეობას და შეესაბამება ინტერნეტის სპეციფიკას. სპეციალისტებს შეუძლიათ, ასევე, თქვენ მიერ მოწოდებული ტექსტობრივი და გრაფიკული მასალების კორექტირება და ოპტიმიზება. ინტერნეტ-გარემოს სპეციფიკა ტექსტობრივი მასალის განსაკუთრებულ ორგანიზებას მოითხოვს. სტატისტიკის მიხედვით ხომ კომპიუტერის ეკრანიდან ტექსტის კითხვის ტემპი უფრო დაბალია, ვიდრე ნაბეჭდი მასალის კითხვის ტემპი. საიტის ტექსტობრივი დამატების შექმნისას ჩვენ ვიყენებთ დამკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| Main Page | Web-Studio | Products | Service | Site Map | Advertising | Contacts | Copyright © 2009 MAXITOP |
|
|---|---|---|